რატომ გვაოცნებეთ!

რატომ გვაოცნებეთ!

21.05.2014

გია ნოდია: "წერეთელზე, დიდუბეში, მანქანაში ვჯდები. გამვლელს სახეზე დაეწერა, რომ მიცნო, მერე შეყოვნდა, მერე ჩემკენ წამოვიდა. ასეთ დროს სამი ვარიანტია ხოლმე: ან უნდა მაგინოს, ან მაქოს, ან საერთო ნაცნობ-ნათესავები გამონახოს. სანამ მოდიოდა, ვფიქრობდი, რომელი ვარიანტია-მეთქი, თუმცა უფრო აგრესია ეტყობოდა და ამისკენ მოვემზადე. ბოლოს დაიწყო: „ეს რა გვიყავით! ვის ხელში ჩაგვყარეთ! რატომ გვაოცნებეთ!“. შემდგომი სიტყვა-სიტყვით არ მახსოვს, დედააზრი ის იყო, ოღონდ ესენი გაყარეთ და ყველანაირად გვერდზე დაგიდგებითო.

მე რამდენად ვარ პასუხისმგებელი პირი, სხვა საკითხია, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს (ვიქნები, თუ გნებავთ). მთავარია, „ნაციონალური მოძრაობას“ ნამდვილად გაუჭირდება ამგვარ კრიტიკას უპასუხოს: „ოცნების“ ხელში რომ ჩააგდო ქვეყანა. მაგრამ „რატომ გვაოცნებეთო“, ეს ცოტა ნამეტანია."



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge