რომან გოცირიძე: პრესაში ერთი ამბავია ატეხილი პარლამენტის მიერ ავტოპარკის შესაძლო განახლების შესახებ. არ ვიცი რა მდგომარეობაშია მაქანები და არც ის გამიკვირდება, რომ მძიმე სურათი იყოს ამ მხრივ ორი წლის განმავლობაში თბილისი-ქუთაისის ტრასაზე ლამის ყოველი მეორე დღის განმავლობაში მოძრაობის გამო. საკითხი სხვა რამეშია: მთავარი აქცენტი არა იმდენად მოსალოდნელ ხარჯებზეა გადატანილი, არამედ იმაზე, თუ როგორ ვერ მიმხვდარან, არჩევნების წინ ეს რომ არ უნდა ეთქვათო. ანუ, მთავარია მოატყუო ამომრჩეველი შენი ფავორიტების გამარჯვების სანაცვლოდ. ჩვენ თავად ვუბიძგებთ პოლიტიკოსებს ფარისევლობისაკენ. სიმართლე და გულწრფელობა დასჯადია, ხოლო ორპირობა, ცბიერება და მანიპულირება პოლიტიკური ქცევის უმაღლესი პილოტაჟი. მერე გვიკვირს, რატომ არიან დემაგოგები. იმიტომ ხომ არა, რომ ეს ჩვენ მოგვწონს?