27 მაისს სოხუმში, მთავრობის საწინააღმდეგო მსვლელობა იგეგმება. მსვლელობაში მონაწილეობას მიიღებენ ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები. აფხაზეთის ოპოზიციურად განწყობილ ნაწილს მიაჩნია, რომ მათი ე.წ. სახელმწიფო პრეზიდენტ ანქვაბის და მთავრობის გამო ეკონომიკურ-პოლიტიკური ბანკროტის ზღვარზე აღმოჩნდა. "დაპირებული რეფორმების, სოციალური ცვლილებების, ხალხის კეთილდღეობის ნაცვლად მივიღეთ ნარკომანია, კორუფცია, ყაჩაღობები, ადამიანების დაყოფა მდიდრებად და ღარიბებად, უმუშევრობა, მკვლელობები, მნიშვენლოვანი სახლემწიფო ობიექტების მიზერულ ფასად გაყიდვა..."- აღნიშნულია წერილში, რომლითაც ოპოზიცია აფხაზეთის მოქალაქეებს აქციამდე მიმართავს.