კანადის მთავრობის მხარდაჭერით უკრაინის ეკონომიკის სამინისტროს დახმარების მიზნით სპეციალური საბჭო დაფუძნდა, სადაც ეკონომიკური კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე 5 წევრი შეირჩა. მათ შორის თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ცოდნის ფონდის დამფუძნებელი - კახა ბენდუქიძე.
კახა ბენდუქიძე პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რეფორმირების ჩატარების მდიდარი გამოცდილების გამო შეირჩა.
22 მაისს საბჭომ პირველი შეხვედრა გამართა და ის ყოველთვიურად უკრაინის ეკონომიკის მინისტრთან შეიკრიბება.