უგემრიელესი ნაყინი

უგემრიელესი ნაყინი

24.05.2014

100 გრამი კარაქი და 1 ლიტრი ცხელი რძე  დავდგათ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე. ცალკე ჯამში ავთქვიფოთ 5 კვერცხის გული, 1 ჩ.კ. სახამებელი და 2 ჭიქა შაქარი. ეს მასა ცხელ რძეში წვრილ ზოლად ჩავასხათ, თან გამუდმებით ვურიოთ. გავაგრძელოთ ხარშვა, სანამ არ შესქელდება. არ უნდა ადუღდეს და თან გამუდმებით უნდა ვურიოთ.  მასა კეფირივით ბლანტი რომ გახდება - მზადაა.
ცეცხლიდან გადმოდგმული ქვაბი ცივ  წყალში ჩავდგათ.  სწრაფად ვურიოთ, რომ  მალე გაცივდეს. დავამატოთ ვანილი. შემდეგ გავანაწილოთ ფორმებში ან,  მოვათავსოთ ერთ დიდ ჭურჭელში და გავყინოთ.

დაბოლოს

ნიგოზი, ქიშმიში, მარწყვი, შოკოლადი, ბანანი...მოკლედ, ვისაც რა გიყვართ ის მოაყარეთ და ისე მიირთვით.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge