თაღლითები

თაღლითები

24.05.2014

ბოლო დროს ქვეყანა აირია. თაღლითები მომრავლდნენ. ისინი განსაკუთრებით ბაზრობების ტერიტორიებზე როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში გააქტიურდნენ,  მოვაჭრეებს თავს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებად აცნობენ და მათგან  გადასახადის გადახდას ითხოვენ. 

  შემოსავლების სამსახური  აცხადებს,  რომ არცერთი მსგავსი ქმედება არ უნდა დარჩეს შესაბამისი რეაგირების გარეშე. პირისგან, რომელიც გადასახადის გადახდას მოითხოვს, მოვაჭრეებმა უნდა მოითხოვონ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლის დამადასტურებელი მოწმობა. 

უარის შემთხვევაში, ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ შემოსავლების სამსახურის ცხელ ხაზზე:  +995 32  2 299 299, მიმართეთ  უახლოეს სერვისცენტრს ან მისწერეთ www.info.rs.ge 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge