ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ცნობით საბერძნეთში 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
მიწისქვეშა ბიძგები ქალაქ ალექსანდრუპოლისიდან ჩრდილო–დასავლეთით 77 კილომეტრში დაფიქსირდა. ეპიცენტრი კი მიწიდან 91 კილომეტრში იყო.
ბიძგები დაფიქსირდა თურქეთის ქალაქ სტამბოლშიც. სეისმოლოგების ინფორმაციით 6,0 და მეტი მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ შესაძლოა ნგრევა და მსხვერპლიც გამოიწვიოს.
ამ დროისათის ნგრევის და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.