ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კახა კალაძეს მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნიდან დღემდე პრემიის სახით არც ერთი ლარი არ აუღია. ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მინისტრის ხელფასი მთლიანად სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდებსა თუ ანგარიშებზე ირიცხება.
„...კახა კალაძეს ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნიდან დღემდე, საბიუჯეტო სახსრებიდან პრემიის სახით არცერთი ლარი არ მიუღია. რაც შეეხება მინისტრის ხელფასს, ის მთლიანად ირიცხება სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდებსა თუ ანგარიშებზე და მძიმე სნეულებებით დაავადებული მოქალაქეების მკურნალობას ხმარდება. რასაკვირველია, ეს ინფორმაცია არასდროს ოფიციალურად არ გაჟღერებულა, ვინაიდან ქველმოქმედებას აფიშირება არ სჭირდება.
აქვე შევახსენებთ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ენერგეტიკის სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტში ამ ინფორმაციაზე წვდომა თავისუფალია, ამიტომ ნებისმიერი ცრუ ინფორმაციის მედიით გაჟღერება მხოლოდ განმცხადებლის რეპუტაციას აყენებს ჩრდილს", - ნათქვამია განცხადებაში.