პრინცი ჩარლზის მიერ პუტინისა და ნაცისტების ქმედებები გაიგივებულია. რუსეთი ამით შეურაცხყოფილია.
საბერძნეთში 6,4 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა მოხდა.მიწისძვრა ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ეგეოსის ზღვაში იყო.
შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის მინისტრის ჰილევი ენგსტრომის თქმით, მომავალი 7 წლის განმავლობაში, შვედეთი მიახლოებით 500 მილიონი ევროს დონაციას აპირებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დასახმარებლად. ჩამონათვალში შედის სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. შვედეთის დახმარება მიმართული იქნება ქვეყნებისათვის ევროინტეგრაციის საკითხებში მხარდასაჭერად.
30 აპრილს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელად ადვოკატი ზაზა ვაშაყმაძე დაინიშნა. ვაშაყმაძე სასამართლოში კუდ-ის უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილის ინტერესებს იცავდა, ის საეკლესიო სამართლის სპეციალისტია. ვაშაყმაძეს ეკუთვნის სკოლებში მართლმადიდებლობის სწავლების შემოღების ინიციატივა.
სამხრეთ აფრიკული კომპანია Seecrypt Group Inc. უშვებს აპლიკაციას სახელწოდებითSeecrypt. ეს პროგრამა Skype-ის პრინციპით მუშაობს. მომხმარებელს აძლევს საკუთარ VoIP ნომერს +281 პრეფიქსით, რის შემდეგაც მომხმარებელს შეუძლია ამ სერვისის სხვა მომხმარებელთან SMS-ების გაგზავნა და სატელეფონო ზარების განხორციელება. ეს მეთოდი უსაფრთხო იმითაა, რომ გაგზავნილი მონაცემები და ზარები იშიფრება გამგზავნის მოწყობილობაზე და ამოშიფრვა ხდება მიმღების მოწყობილობაზე, ქსელში ეს მონაცემი ორმაგი შიფრაციით მოძრაობს, რაც მონაცემთა უსაფრთხოებაში სამხედრო დონის დაცვად ითვლება.
Facebook-მა Oculus VR, 2 მილიარდ დოლარად შეიძინა. ეს კომპანია ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიების წარმოებაში ყველაზე წარმატებულია. Oculus Rift-ის თავზე მორგების შემდეგ, მომხმარებელი ვირტუალურ სამყაროში ხვდება. ამ პროდუქტის საშუალებით გეიმერი მთლიანად კომპიუტერში გადაეშვება.
ჰაკათონი ორდღიანი შეჯიბრია, რომელშიც პროგრამისტები, დეველოპერები, დიზაინერები და ინჟინრები მონაწილეობენ.
უმუშევრობის მაჩვენებელი შვეიცარიაში მსოფლიოში ერთერთი ყველაზე დაბალი, 3.2%-ია.
6-8 ივნისს, სპორტის სასახლეში დაგეგმილია მასშტაბური საევანგელიზაციო ღონისძიება ”იმედის ფესტივალი”. ამის მაუწყებელი ბილბორდები აეროპორტის გზაზე იყო განთავსებული. განმთავსებელმა კომპანიამ, აუთდორ.ჯი-მ, 22 მაისს ბილბორდები ჩამოხსნა. ფესტივალის პიარმენეჯერი ლელა ხონელიძე ამ ფაქტს რელიგიურ დისკრიმინაციას უკავშირებს.
ბათუმის მაკდონალდსი ქართველი არქიტექტორის, გიორგი ხმალაძის დაპროექტებულია. არქიტექტურის და დიზაინის ყველაზე პოპულარულმა ინტერნეტპლატფორმა ArchDaily-მა კომპლექსი 2014 წლის საუკეთესო შენობად დასახელა.
“საქართველო იმ იშვიათ სახელმწიფოთა შორისაა და შეიძლება ერთადერთიც კი იყოს, რომელსაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ მეტი ჰყავს დაქირავებით დასაქმებული, ვიდრე ქვეყნის შიგნით. საქართველოდან გასულია 750-800 ათასი კაცი, რომლებიც დაქირავებით მუშაობენ საზღვარგარეთ და გაცილებით ნაკლებია დაქირავებულები ქვეყნის შიგნით. ამიტომ უმუშევრობის ოფიციალური მაჩვენებელი 15% იქნება, 13%, თუ 12%, რეალურ მდგომარეობას ვერ ასახავს, რადგან ჩვენთან თვითდასაქმებულების ძალიან დიდი არმია ვითარდება." აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე.
სვანეთის უბნელი მარინა ხმოიანი სამეზობლოში მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრობს და შვილის უფლებების დაცვას ხელისუფლებას სთხოვს:
‘’ბავშვს უთხრეს ნაცისტი ხარო, მერე მიბრუნდა ის ქალბატონი და ბავშვს უთხრა აი, ნაბ..ჭ...იო, როგორ შეიძლება არასრულწლოვანს ჰკითხო ცოცხზე იჯექიო? არ მაინტერესებს, არც "ოცნება" და არც 'ნაციონალები". მინდა ჩემი შვილის უფლებები დავიცვა.’’
ანი ნადარეიშვილის ცნობით დღეს, 29 მაისს, საბერძნეთის სასამართლომ დათა ახალაია გაანთავისუფლა
რომან გოცირიძე: პრეზიდენტი მაღლა უნდა იდგეს საარჩევნო თუ სახვა სახის ტრადიციულ პოპულიზმზე. გუშინ მანაც მოინდომა საკუთარი რეიტინგის გაზრდა ჩვენს პოლიტკაში მრავალნაცადი რელიგიური ფანდით-პრეზიდენტის სასახლეში ხატებისა და რელიგიურ თემატიკაზე შექმნილი ნახატების გამოფენა მოაწყო. მთელი ბუკეტი შეკრიბა, ერთი რაინდი ვასაძე აკლდა და მეორე, ჩოხა, რომელიც არ ეცვა თავად. ხომ ვამბობდი გუშინ, კიდევ ბევრჯერ გაგვაკვირვებს მეთქი?:)
p.s. სამწუხაროდ, ეს გაკვირვება არ მიგულისხმია.
p.s.s.გამოფენას არაფერს ვერჩი, რელიგიური ფაქტორის პოლიტიკაში შემოყვანაა ჩემთვის მიუღებელი.
"ძალის გამოყენება არ არის უფლება... მორჩილებას მხოლოდ ლეგიტიმური ძალა უნდა უზრუნველყოფდეს." ჟან ჟაკ რუსო.
დღეს, 2 მაისს დათა ახალაია გაანთავისუფლეს. ექსმაღალჩინოსნის ოჯახის წევრებმა 100 000 ევრო გადაიხადეს და გირაოს გადახდის შემდეგ ახალაიამ საბერძნეთის საპატიმრო დატოვა.