უკრაინის პირველი ლედი

უკრაინის პირველი ლედი

26.05.2014

მარინა პოროშენკო ექიმი-კარდიოლოგია. ის,  ოთხ შვილს უზრდის აქამდე შოკოლადის მეფედ წოდებულ, ამჟამად კი უკრაინის პრეზიდენტ პეტერ პოროშენკოს. მარინა ქმარზე სამი წლით უფროსია. მათი უფროსი შვილი ალექსეი 29 წლისაა, გოგონები, ევგენია და ალექსანდრა 14-ის, მიხეილი 13-ის.  მარინამ და პეტერმა ერთმანეთი სტუდენტობისას გაიცნეს. მაშინ, მარინა უფრო წარმატებული ოჯახიდან იყო ვიდრე პეტერი.  მარინას მამა  უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ მუშაობდა. პეტერის მამა კი - ერთი პატარა ქალაქის, პატარა ქარხნის დირექტორი იყო მხოლოდ.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge