დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, ზურაბ ჭიაბერაშვილს და ილიას უნივერსიტეტის პროფესორ ნოდარ ლადარიას თავს დაესხნენ.
თავდასხმა ვაკეში, აბშიძის N 22-ში მდებარე ლიტერატურულ კაფეში მოხდა.
თავდამსხმელები რეჟისორ რეზო თაბუკაშვილის შვილიშვილი რეზო თაბუკაშვილი და რეჟისორი გიო მგელაძე არიან. ლადარიას სახეში ცხელი ჩაი შეასხეს, ჭიაბერაშვილს კი თავი აქვს გატეხილი.
P.S. მწერალი ლაშა თაბუკაშვილი: "არანაირი გამართლება ჩემი შვილის საქციელს არ აქვს. როგორც არ უნდა ყოფილიყო გაღიზიანებული, რაც გააკეთა, იმაზე პასუხი უნდა აგოს და ეს ასეც მოხდება."
ზურაბ ჭიაბერაშვილსა და ნოდარ ლადარიაზე თავდამსხმელებისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ, ისინი ხელწერილით გაანთავისუფლეს. გამოძიება კი გრძელდება.ამ ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მიხედვით დაიწყო. 120-ე მუხლი გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვიოს. კანონის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას ან გამოსასწორებელ სამუშაოს ვადით ექვს თვემდე. ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.
P. P.S. საღამოს კი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ „თავისუფლების ინსტიტუტის“ ხელმძღვანელს ლევან რამიშვილს ვაკეში ავტობუსი დაეჯახა. რამიშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
P.P.P.S.29 მაისს რეზო თაბუკაშვილს შეეფარდა გირაო 2000 ლარის ოდენობით. სასამართლო განხილვა 14 ივლისს არის დანიშნული.
ზურაბ ჭიაბერაშვილის ვარაუდით, მასზე განხორციელებული თავდასხმის ერთ-ერთ მონაწილეს გიო მგელაძეს, ბრალი მხოლოდ იმიტომ არ წაუყენეს, რომ ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული გამოირიცხოს.
"ვინც არ უნდა იყოს ჩამდენი, რაც არ უნდა ყოფილიყო მოტივაცია, ეს არის ის ლაქა, რომელიც საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას ზიანს აყენებს." განაცხადა აშშ-ს ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა ჭიაბერაშვილზე თავდასხმის ფაქტზე.