ციტრუსი, ბანანი, ბოსტნეული, იოგურტი, ცივი სასმელები, ტკბილეული, ყავა - უზმოზე არ უნდა მიირთვათ!
.ციტრუსს ალერგიის და გასტრიტის გამოწვევა შეუძლია. დილა შვრიის ფაფით დაიწყეთ.
ბანანი მაგნიუმს შეიცავს. ის აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა მუშაობას,მაგრამ უზმოზე ორგანიზმს კალციუმ-მაგნიუმის ბალანსს ურღვევს.
უმი ბოსტნეული შეიცავს მჟავას, რომელიც კუჭის ლორწოვან გარსს აღიზიანებს და შეიძლება წყლულის მიზეზად იქცეს.
იოგურტი შეიცავს სასარგებლო ბაქტერიებს, მაგრამ მათი ორგანიზმში უზმოზე მოხვედრა საშიშია. იოგურტი 12 საათის შემდეგ მიირთვით.
ცივი სასმელები კუჭ-ნაწლავის სისტემას გაგიღიზიანებთ. სასმელი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს.
მშიერ კუჭზე არც ტკბილეულის ჭამა შეიძლება, იმიტომ რომ, კუჭს უზმოზე არ შეუძლია ინსულინის გამომუშავება. ასევე უზმოზე მიღებული ტკბილეული სისხლში შაქრის დონის მომატებას იწვევს.
უზმოზე მიღებული ყავა კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას და კუჭის წვენის გამოყოფას იწვევს, რაც, დროთა განმავლობაში, გასტრიტითა და წყლულით დასრულდება.
ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი