საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 25 მაისი, ნიუ იორკში, უოლ სთრითზე შეკრებილთათვის ნოე ჟორდანიას შვილის, მწერლისა და მეცნიერის რეჯებ ჟორდანიას გამოსვლით და Bowling Green – ზე მუდმივად აღმართული აშშ–ის დროშის გვერდით საქართველოს დროშის აღმართვით დაიწყო. ჩვენი დროშა მანჰეტენის ცენტრში რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩება. ამერიკაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზატორები ქალბატონი ლალი სამხარაძე და ბატონი გიორგი შენგელაია გახლავთ. ამ უკანასკნელმა, აშშ სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის ქართველებისადმი მიმართვა წაიკითხა. ჯონ კერი ქართველებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და აღნიშნავს, რომ ამერიკა მხარს უჭერს და ემხმარება საქართველოს განვითარების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის საქმეში. „ჩვენი პარტნიორობა უსაფრთხოების საკითხებში განსაკუთრებულად ძლიერია. ჩვენ ვაფასებთ ავღანეთსა და სხვა მისიებში თქვენი ჯარების მსახურს, რაც ხელს უწყობს მშვიდობიანი და წარმატებული მსოფლიოს არსებობას.'
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ნიუ იორკში , ქორეოგრაფიული ანსამბლ "ფესვების" (ხელმძღვანელი შორენა გოდერძიშვილი) კონცერტით დაგვირგვინდა.