გუშინ, სოხუმის დრამატული თეატრის წინ, ოპოზიციის წარმომადგენლებმა დე ფაქტო პრეზიდენტის, ალექსანდრე ანქვაბისა და მთლიანად მთავრობის გადადგომა მოითხოვეს.
საპროტესტო აქციის რამდენიმე მონაწილე როლში ღრმად შეიჭრა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შევარდნა დააპირა. ალექსანდრე ანქვაბი დათანხმდა მთავრობის, გენერალური პროკურორისა და აფხაზეთის ორი რაიონის ხელმძღვანელის გადაყენებას, მაგრამ თავად გადადგომას არ აპირებს. ოპოზიცია კი მის გადადგომას დაჟინებით ითხოვს.
დემონსტანტებმა დაპირებები არ დაიჯერეს და ადმინისტრაციის შენობა შტურმით აიღეს. ოპოზიციის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ, რომელიც ცნობილი პუტინისტია განაცხადა, რომ ხელისუფლება მათ ხელში გადავიდა. გვიან ღამით, ალექსანდერე ანქვაბმა ტელეინტერვიუში განაცხადა, რომ სოხუმიდან გაქცევას არ აპირებს და ვითარების გასაკონტროლებლად ყველაფერს გააკეთებს. იმ ერთ-ერთი მოთხოვნის შესახებ, რომელიც თითქოს, აფხაზურმა ოპოზიციამ, დე ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბთან შეხვედრაზე დააყენა და ეთნიკური ქართველების აფხაზეთიდან გასახლებას ეხება, მას არაფერი უთქვამს.
P.S. „აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებეთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლება უმოქმედოდაა და პროაქტიული პოლიტიკა არ აქვს...ჩვენ ვხედავთ სრულ უმოქმედობას ჩვენი ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ ვერ ვხედავთ პრაქტიკულ პოლიტიკას, ვერ ვხედავთ მცდელობას, რომ ყველა საერთაშორისო, ყველა დიპლომატიური არხი გამოყენებული იყოს ამ პრომლემისთვის ყურადღების მისაპყრობად, რუსეთის როლის გამოსააშკარავებლად. ეს პროცესი მინდობილი აქვს ბატონ ყოლბაიას, ბურჯანაძის პარტიის აქტივისტს, რომელმაც ცოტა ხნის წინ მოგვახსენა, რომ შეიძლება, იქ გამგებელი შეიცვალოს და ამით ამოწურა პოტენციური საფრთხეები. ეს არის სრული უნიათობის კიდევ ერთი მაგალითი“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრმა გიგა ბოკერიამ.
დღეს სოხუმში პუტინის მრჩეველი ჩავიდა...
თბილისში, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ რუსეთი სოხუმში ყირიმის სცენარს გაითამაშებს.
დაბოლოს
ყველაფერი რაც მოხდა, იმიტომ მოხდა, რომ ალექსანდრე ანქვაბმა შეგნებულად აარიდა თავი ეკონომიკის განვითარებას და რუსეთისგან მიღებული თანხა (900 მილიონი დოლარი) ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოიყენა. რუსეთზე ორიენტირებულმა ძალებმა ანქვაბს ეს შეცდომად ჩაუთვალეს და მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფმი ხალხი აუმხედრეს.
P.S. 30 მაისის საღამოს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი სოხუმიდან გაიქცა და გუდაუთაშია. ეს ინფორმაცია აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა ლეონიდ ლაკერბაიამ გაავრცელა.
2 ივნისს გადაწყდა, რომ აფხაზეთში ვადამდელი არჩევნები 24 აგვისტოს ჩატარდება.