12 კვერცხის ცილა და 2 ჭიქა შაქარი ავთქვიფოთ. უნდა მივიღოთ მკვრივი ბეზე. ჩავამატოთ კვერცხის გულები. 2 ს.კ. სოდა ლიმნის წვენით, 3ს.კ.თაფლი და 3ჭიქა ფქვილი. მიღებული ცომი გავყოთ სამ ნაწილად, ერთს დავამატოთ 1ს.კ. ყავა, მეორეს 1ს.კ. კაკაო, მესამეს ვანილი. ვაცხობთ 180 გრადუსზე. თუნუქის ფურცელზე ცხიმწასმული ქაღალდის დაფენა არ დაგავიწყდეთ..
კრემი: 300 გრამი კარაქი, ერთი ქილა მოხარშული, ერთიც მოუხარშავი შესქელებული რძე, 1 ჩ.კ. ყავა და ვანილი ავთქვიფოთ.
თეთრი ბისკვიტი შუაში მოვაქციოთ და ისე დავკრემოთ. ზედა ფენა ჯერ კრემით, შემდეგ კი მოხალული ნიგვზით და გახეხილი შოკოლადით მოვრთოთ.