ანასტასია, ჩვენი საიტი, ამ ლამაზ სამყაროში მობრძანებას გილოცავს! ჯანმრთელობას, სულიერ და ფიზიკურ მშვენიერებას, შენი ულამაზესი მშობლების დიდ სიყვარულს, თავისუფალ და ძლიერ საქართველოს გისურვებს!..
ახლა კი, მკითხველს, შენი სახელის სადაურობაზე მივაწვდით ინფორმაციას: ანასტასია ბერძნული სახელია და " სიცოცხლეს დაბრუნებულს" ნიშნავს. ბერძნულში ერთი ფუძიდან ნაწარმოები ქალისა და ვაჟის სახელები ფორმით განსხვავებულია: ანასტას და ანასტასია, ათანასე და ათანასია, ალექსანდრე და ალექსანდრა, ევგენი და ევგენია...ქართულში ანასტასია მხოლოდ ქალის სახელად გვხვდება, ვაჟის სახელი ანასტასი კი თარგმნილია (ესაა აღდგომელა, რომელიც დღეს სახელად აღარ გვხვდება, მაგრამ შემონახულია აღდგომელაშვილის გვარში). ანასტასიას შემოკლებული ფორმებია: ტასო, ტასიკო, ნასტა, ნასტია.
P.S. თეო და გიორგი, კიდევ ერთხელ გილოცავთ შვილის შეძენას!