რომან გოცირიძე: ყოველი მხრიდან ისმის უკმაყოფილება და ქილიკი პრეზიდენტსა და პრემიერს შორის არებული უთანხმოების (დაპირისპირებას ვერ ვუწოდებ) შესახებ. როგორც ჩანს, ვიღაცებს მოენატრა საბჭოური ერთსულოვნება. არ აღმოჩნდა მარგველაშვილი ისეთი, ზოგს რომ წარმოედგინა. თითქოს გარიყულია და მთავრობა-პარლამენტიც ერთ ხმაში ებუტება. ზედმეტად აფასებენ თავიანთ როლებს. მთავრობის ბედი ზოგადად ყოველთვის ბეწვზე ჰკიდია. პარლამენტის დათხოვნაც არ არის მთლად ძნელი, თუ მათ დღევანდელ სახეს დავაკვირდებით. პრეზიდენტი არჩეულია თავისი ვადით და ამას ვერაფერი შეცვლის. ის არის ყველაზე დაცული დღეს კონსტიტუციურად, პიროვნულად კი სულაც არ არის სუსტი.ასე, რომ, თუ ამ ფაქტს არ გაუწევენ ანგარიშს, მერწმუნეთ, მარგველაშვილი ძალიან გაგვაკვირვებს.