ასტანაში, 29 მაისს, ვ. პუტინმა, ა. ლუკაშენკომ და ნ. ნაზარბაევმა ევრაზიული კავშირის შექმნის დოკუმენტი გააფორმეს, რომლის თანახმადაც, ეს ორგანიზაცია 2015 წლის 1 იანვარს უნდა ამოქმედდეს. მასში მხოლოდ სამი ქვეყანა გაწევრიანდა: რუსეთი, ბელორუსი და ყაზახეთი. რუსეთის ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ ევრაზიის კავშირში, სხვა ქვეყნებიც გაერთიანდებიან. ნეტარ არიან მორწმუნენი... ის ვარაუდობს, რომ პირველი სომხეთი იქნება, შემდეგ კი - ყირგიზეთი გადადგამს ამ ნაბიჯს.
ექსპერტთა დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ახალი ეკონომიკური ბლოკი საბჭოთა კავშირის აღდგენის კიდევ ერთი მცდელობაა.