გია ნოდია: "ამ დღეებში ბევრი თბილი პოსტი წავიკითხე ჩემზე, რომლის ძირითადი ლაიტმოტივი ისაა, ეს ნოდიაც ხომ დალევს ჩაის რომელიმე კაფეში და არ ეშინია, ერთი კარგად მიჟეჟონო? რა ძალიან კარგი იქნებოდაო, თუ არ გაჩუმდა, აბა როგორ უნდაო.
ხოდა, მინდა გითხრათ, ბატონებო, რომ არც გაჩუმებას ვაპირებ და თბილისის კაფეებსაც კვლავ ხშირად ვსტუმრობ. ასე რომ სრული საშუალება გაქვთ, მცემოთ (მაინცდამაინც ჩაის გადასხმა თუ გნებავთ, თქვენი მოიტანეთ, მე უფრო ყავას ვსვამ). ჩემგან ახსნა არ გჭირდებათ: ხელისუფლება პრობლემებს არ შეგიქმნით, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის, ასი ლარი მაინც იქონიეთ. ასე რომ, გზა ხსნილია."