მზესუმზირა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით და მცენარეული ცხიმით მდიდარი მარცვლეულია. შესაბამისად, მას, მაღალი ენერგეტიკული ღირებულება აქვს. ცხიმოვანი მჟავები, რომელსაც მზესუმზირის თესლი შეიცავს, ორგანიზმში ქოლესტერინის ნორმალურ ცვლას უწყობს ხელს. მზესუმზირა დიდი რაოდენობით მაგნიუმსაც შეიცავს, ეს ის მიკროელემენტია, რომელიც გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.
ზრდასრულმა ადამიანმა 50 გრამი მოუხალავი მზესუმზირა ყოველდრიურად უნდა მიიღოს. ბავშვებისთვის მზესუმზირა 3 წლიდან შეიძლება, მაგრამ კვირაში მხოლოდ სამჯერ და მხოლოდ 50 გრამი.