რატომ მოაქვს ორჯერ მეტ ფულს თითქმის ოთხჯერ ნაკლები შემოსავალი

რატომ მოაქვს ორჯერ მეტ ფულს თითქმის ოთხჯერ ნაკლები შემოსავალი

31.05.2014

რომან გოცირიძე: ეროვნული ბანკის მიერ ჩვენი ქვეყნის უცხოური ვალუტის რეზერვების განთავებიდან სარეკორდო შემოსავალი იყო 2007 წელს-97 მილიონი ლარი (მაღალი იყო ასევე 2006 წელს-46 მილიონი ლარი). მომდევნო წლებში შემოსავლები მკვეთრად დაეცა: მაგ. 2011წელს იყო 32 მილიონი, 2012 წელს-29 მილიონი, 2012 წელს-25 მილიონი, 2014 წელს იქნება 20 მილიონის ფარგლებში. და ეს მაშინ, როცა ბოლო წლებში ქვეყნის უცხოური ვალუტის რეზერვები ზუსტად ორჯერ მეტია, ვიდრე ეს იყო 2005-2007 წლებში. 
რიტორიკული კითხვა: რატომ მოაქვს ორჯერ მეტ ფულს თითქმის ოთხჯერ ნაკლები შემოსავალი, ვიდრე ეს იყო 2007-ში?
რადგან შეკითხვა რიტორიკულია, პასუხს ველოდები იუმორისტულს ( თუმცა, როგორც იტყვიან, ყველა ხუმრობაში აუცილებლად ვიპოვით სიმართლის მარცვალს).



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge