პელეს მიტოვებული შვილი

პელეს მიტოვებული შვილი

01.06.2014

ფეხბურთის ლეგენდის პელეს  43 წლის შვილს, ედინიოს, რომელიც ადრე  „სანტოსის“ მეკარე იყო,  ნარკოტიკების რეალიზაციის ფაქტის გამო 33 წელი მიუსაჯეს. თავად ედინიო  ნარკოდამოკიდებულებას აღიარებს,   ნარკობიზნესთან რაიმე სახის კავშირს კი -უარყოფს. პელემ ედინიოს დედაზე როუზმერი დოს რეის კოლბიზე 1966 წლის 21 თებერვალს  იქორწინა.  მისგან  2 ქალიშვილი, კელი კრისტინა და ჯენიფერი და ვაჟი ედსონი (ედინიო) შეეძინა. . წყვილი 1982 წელს გაიყარა.  1981—1986 წლებში პელე ბრაზილიელ მომღერალ შუშას ხვდებოდა.  1994  წლის აპრილში ფსიქოლოგსა და გოსპელის  შემსრულებელზე ასირია ლემოს სეიშასზე  დაქორწინდა, რომლისგანაც იმავე წლის 29 სექტემბერს ტყუპები  ჯოშუა და სელესტე  შეეძინა.  ამჟამად ისინი გაყრილები არიან.

P.S. ხან ბურთს დასდევდა, ხანაც ქალებს და ედინიო უყურადრებოდ დარჩა დიდ პელეს...



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge