იტალიის ელჩი ფედერიკა ფავი ავლაბრის რეზიდენციაში მიღებას მართავს

იტალიის ელჩი ფედერიკა ფავი ავლაბრის რეზიდენციაში მიღებას მართავს

02.06.2014

ამ წუთებში, იტალიის ელჩი საქართველოში ფედერიკა ფავი ავლაბრის რეზიდენციაში იტალიის რესპუბლიკის დღესთან  დაკავშირებულ მიღებას მართავს.

თანამედროვე იტალია დემოკრატიული რესპუბლიკაა. რანგირებულია როგორც მსოფლიოს 24-ე ყველაზე განვითარებული ქვეყანა და ცხოვრების ხარისხის ინდექსით შედის მსოფლიო ქვეყანათა ათეულში. იტალია გამოირჩევა ცხოვრების ძალიან მაღალი სტანდარტით და ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაღალი მაჩვენებლით. წარმოადგენს ევროკავშირის ჩანასახის დამფუძნებელ წევრს და ევროზონის ნაწილს. იტალია ასევე არის დიდი რვიანის, დიდი ოციანისა და ნატოს წევრი. გააჩნია მსოფლიოში მესამე უდიდესი ოქროს მარაგი, მშპ-ის მერვე უდიდესი მაჩვენებელი მსოფლიოში, მეათე უდიდესი მშპ, და მეექვსე უდიდესი სახელმწიფო ბიუჯეტი. ის ასევე არის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, დასავლეთ ევროპის კავშირისა და გაეროს წევრი. იტალია ფლობს მსოფლიოში მეცხრე უდიდეს თავდაცვით ბიუჯეტს და მის ტერიტორიაზე განთავსებულია ნატოს ბირთვული იარაღი.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge