10 ივნისს ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ზაბულის პროვინციაში 5 ამერიკელი სამხედრო მათ მიერვე დასახმარებლად გამოძახებული ნატოს სამხედრო თვითმფრინავიდან გახსნილ ცეცხლს ემსხვერპლა. "ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ავღანეთში , ISAF-ის მისიაში მონაწილე ხუთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო. მათ მიერ მსოფლიოს უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილი არასდროს იქნება დავიწყებული", - ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში. 2001 წლის ოქტომბრიდან დღემდე ავღანეთში 2328 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა.