პლატონის სიბრძნე

პლატონის სიბრძნე

03.06.2014

“ტირანი თავდაპირველად ყველას თავს მოაწონებს და დაპირდება კარგ ცხოვრებას, შემდეგ კი, როცა მის კეთილდღეობას არაფერი დაემუქრება, მისი პირველი საზრუნავი ომში ხალხის ჩათრევა იქნება, იმისათვის რომ ხალხი გააღატაკოს ისე, დღიდან დღემდე თავი ძლივს გაჰქონდეთ და შეთქმულებებზე ფიქრიც აღარ შეეძლოთ. ეცდება შეუქმნას მტრის ხატი, რათა ხალხს მუდმივად ბელადის საჭიროება შთააგონოს. თუ შენიშნავს თავისუფლად მოაზროვნე ადამიანებს, რომლებსაც არ უნდათ მის მორჩილებაში ყოფნა, ბრალად ღალატს დასდებს და სიკვდილით დასჯის. ტირანი ყოველთვის იძულებულია დააფრთხოს ხალხი, რომ მისი შიში ჰქონდეთ. მაგრამ ასეთი საქციელით სულ უფრო აზიზღებს მოქალაქეებს თავს. ძალაუფლების შესანარჩუნებლად ის ყველას მუსრს გაავლებს მეგობრების ჩათვლით. რაც უფრო საძულველია მოქალაქეთათვის, მით უფრო ერთგული მცველი სჭირდება და მათ ფულით მოისყიდის ან კიდევ მონებს გაათავისუფლებს და მცველებად დაიყენებს. ბოლოს ტირანს თაყვანისმცემლებად თანამზრახველები ეყოლება, მეგობრებად კი მცველად დაყენებული მონები, პატიოსანი ხალხისთვის კი ის საძულველისა
და ზიზღის მომგვრელი იქნება”. პლატონი



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge