ტალახი მთელ რიგ დაავადებებს მკურნალობს.ამერიკელი ინდიელები მძიმე ავადმყოფებს მხრებამდე მიწაში მარხავდნენ. დაავადებული სხეული მიწიდან სასიცოცხლო ძალებს და მინერალებს ღებულობდა. შედეგად ავადმყოფი გამოჯანსარებას იწყებდა.ეგვიპტელები და ბერძნები მდინარის შლამით მკურნალობდნენ.მიწა ადამიანის სხეულს მატებს სიჯანსაღეს და ძალას.უძველესი მედიცინის მესვეურებმა ეს კარგად იცოდნენ და ხშირად იყენებდნენ ტალახით მკურნალობის მეთოდს. ტალახით მკურნალობა იწვევს ნივთიერებათა ცვლის სტიმულირებას, ხელს უწყობს ანთებადი კერების ჩაქრობას. სამკურნალო ტალახს ახასიათებს ანტიმიკრობული მოქმედება, რადგანაც მის შემადგენლობაში ბუნებრივი ანტიბიოტიკებია.ცნობილია, რომ მინერალური ტალახი შველის საწყისი რევმატოიდული ართრიტის ტკივილს, პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებებს და ა.შ. ტალახით მკურნალობას განიხილავენ, როგორც ალტერნატიულ მედიცინას.რიჩარდ დაკინსი, ოქსფორდის უნივერსიტეტის ცნობილი პროფესორი კი ამბობს, რომ არ არსებობს არანაირი მედიცინის ალტერნატივა. არსებობს მხოლოდ მედიცინა,რომელიც მოქმედებს (ამართლებს) და მედიცინა,რომელიც არ მოქმედებს.