თბილისიდან ტუნისამდე

თბილისიდან ტუნისამდე

05.06.2014

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ვარშავაში, პოლონეთის დემოკრატიის 25 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ამერიკა  გააძლიერებს ამერიკელი სამხედროებისა და სამხედრო-საჰაერო ძალების რაოდენობას ევროპის ქვეყნებში, რათა ამით დახმარება გაუწიონ  უკრაინის , მოლდოვასა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობას:
"იქნება ეს მინსკში, კარაკასში, დამასკოში ყველაგან, სადაც ადამიანებს აქვთ სურვილი გაწიონ რთული სამუშაო დემოკრატიის შენებისთვის - თბილისიდან ტუნისამდე, მათ ეყოლებათ პარტნიორი ჩვენი სახით...იმპერიებისა და გავლენის სფეროების დრო წარსულში დარჩა... თავისუფალი ერები ვიქნებით ერთიანი, რათა რუსეთის მომავალი პროვოკაციები რუსეთის მეტ იზოლაციას და მისთვის მეტ ფასს ნიშნავდეს", - აღნიშნა აშშ პრეზიდენტმა.
 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge