ჭკვიანები

ჭკვიანები

05.06.2014

ვაი რომ არ დაგვემართოს უჭკუოთა ჭკუისაგან, უნდა ვიცოდეთ ის ნიშნები, რომელთა მიხედვით შესაძლებელია განვსაზღვროთ მართლაა ჭკვიანი ადამიანი, რომელსაც ბედი, ცხოვრება, საქმე დავუკავშირეთ, თუ ... თავად ჰგონია თავი ასეთი.
ჭკვიანები ცოტას საუბრობენ, სხვებს უსმენენ და ბევრს აკეთებენ.
სპეციალობის გარდა, სხვა სფეროებისადმიც გააჩნიათ ინტერესი და მრავალმხრივ განვითარებულები არიან.
ჭკვიანები წარმატებულად ახერხებენ სამსახურის, ოჯახის და პირადი ინტერესების შეთავსებას.
ჭკვიანები აქტიურად ადევნებენ თვალს მედიასაშუალებებს და სოციალურ ქსელებს, რის შეეგადაც კარგად იციან საზოგადოეის განწყობა.
ჭკვიანები მოვლენათა განვითარების შესაძლო ვარიანტებს წინასწარ საზღვრავენ და არასოდეს არიან თავზარდაცემულები. 
ჭკვიანები სხვებს არასოდეს უმტკიცებენ იმას, რომ ჭკვიანები არიან. ისინი ყველაფერს აკეთებენ იმის მისაღწევად, რომ მათ სიახლოვეს მყოფნი ადამიანები უფრო ჭკვიანები გახდნენ.ზრუნავენ ოჯახის წევრების, მეგობრების, თანამშრომლების განათლების ამაღლებაზე.
მათ გააჩნიათ არააფიშირებული ფარული უნარები, რომელსაც მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი უპირატესობის დასამტკიცებლად ავლენენ.
ისინი არასოდეს არ ტრაბახობენ საკუთარი მაღალი განათლებით და დიპლომებით. მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში წარმოადგენენ მათ.
სულელს არასოდეს არ ეტყვიან, რომ სულელია. ცდილობენ მის გამოსწორებას.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge