რპმან გოცირიძე: "გუშინ დავწერე ჩემს ერთ "აღმოჩენაზე"-როგორ უნდა გაიგო თუ რომელ ექსპერტს ვისგან აქვს აღებული ფული. ახლა მეორე ტიპის მოვლენაზე მინდა გაგიზიაროთ ჩემი მოსაზრება: საქართველოში არის სპეციალისტ-ადამიანთა ერთი სახეობა ( უმეტესწილად ეკონომისტები), რომლებიც იმდენს ახერხებენ, რომ მათი პოზიცია მუდამ თანხვედრაში იყოს მთავრობის პოზიციასთან, რაგინდ რადიკალურად არ უნდა იყოს ეს მთავრობები ერთმანეთისგან განსხვავებულნი.
მე მათ დღეიდან "ოფიციოზის ბულბულებად" მოვიხსენიებ."