სოლიდარობის ფონდი უმუშევრებს და შეჭირვებულთ დაეხმარება

სოლიდარობის ფონდი უმუშევრებს და შეჭირვებულთ დაეხმარება

06.06.2014

საქართველოში იქმნება სოლიდარობის ფონდი, რომელიც უმუშევარ და შეჭირვებულ მოსახლეობას დაეხმარება. ეს ნამდვილად კარგი იდეაა და ის ბევრ საზღვარგარეთულ ქვეყანაში დიდი ხანია რაც ეფექტურად მოქმედებს. სოლიდარობის ფონდი საჯარო და კერძო სექტორებიდან ფინანსური რესურსების მობილიზებას და მათ პრიორიტეტულ სოციალურ საჭიროებებზე მიმართვას მოემსახურება. ფონდი პირველ ეტაპზე ორიენტირებული იქნება მოქალაქეთა ისეთი საჭიროებების დაკმაყოფილებაზე, რომლთა სრულად უზრუნველყოფა დღეისთვის შეუძლებელია.ფონდში დონაციების შეტანა ნებაყოფლობითი იქნება საჯარო თუ კერძო სექტორში დასაქმებული მოქალაქეებისათვის და კერძო კომპანიებისათვის.


სოლიიდარობის ფონდის მიზანი სოციალური პრობლემლემების მოგვარებაში საზოგადოებრივი სოლიდარობის მექანიზმის ჩართვა გახლავთ. ეს ფონდი პრობლემების მოგვარებას, სამოქალაქო ინტეგრაციას, საზოგადოებრივი ჯგუფების ურთერთთანამშრომლობას და სოლიდარული საზოგადოების ფორმირებას შეუწყობს ხელს. ამ ფონდის წყალობით გაიზრდება კერძო სექტორის სოციალური პასუხისმგებლობა.
თავდაპირველად, სოლიდარობის ფონდი მოქალაქეთა ისეთ საჭიროებებზე იქნება ორიენტირებული, რომლთა უზრუნველყოფა სახელმწიფო ბიუჯეტთ შეუძლებელია.

P.S. რომან გოცირიძეს კი ეს ინიციატივა არ მოსწონს. მოვუსმინოთ მას: " საზღვარი არ უჩანს მთავრობის უაზრო ინიციატივებს. შეიქმნა ე.წ. "სოლიდარობიას ფონდი", რომელშიც თურმე ფულს კერძო პირები და ბიზნესმენები შეიტანენ ჯანდაცვის მხარდასაჭერად. ეს იქნება "ნებაყოფილებითი" რეკეტი. ნელ-ნელა ბრუნდება შევარნაძისდროინდელი იდეები და პრაქტიკა. ასეთი ფონდი იყო თავის დროზე ე.წ. "შევარდნაძის ფონდი", რომელსაც დემოკრატიისა და აღორძინების ფონდი ერქვა და რომელიც ისედაც გაძვალტყავებულ ქარხნებს პროდუქციას ართმევდა ( მაგალითად "აზოტს") და უცხოეთში ჰყიდდა, მისი გაკეთებული საქმე კი არავის ახსოვს. 
"ოფიციოზის ბულბულებად" ჩემს მიერ წოდებულ ექსპერტებს (იხ. ჩემი წინა პოსტი) არ გამოგრჩეთ ეს სიახლე და ახარეთ ჭიკჭიკით წინასაარჩევნო საზოგადოებას."



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge