ბრძოლა ბინძური მეთოდებით

ბრძოლა ბინძური მეთოდებით

06.06.2014

ალექსანდრე (კახა) ლომაია: 2002 წელს ზუგდიდში უგზოუკვლოდ დაიკარგა ჩემი ღვიძლი ბიძაშვილი, დათო ლომაია. დღემდე არავინ იცის, ცამ უყო პირი თუ მიწამ. საწყალი ბიძაჩემი და ბიცოლაჩემი ისე წავიდნენ ამ ქვეყნიდან შვილი არც ცოცხლებში ეგულებოდათ და არც მკვდრებში. "ქოცების" მორალით რომ ემოქმედა "ნაციონალურ მოძრაობას" დათოს და სხვა უგზოუკვლოდ დაკარგულთა საქმეები თავისი პოლიტიკური ოპონენტებისთვის უნდა დაებრალებინა და ბიძაჩემის ოჯახის ტრაგედიიდან პოლიტიკური ქულები გამოედნო?

მერამდენედ იყენებს "ქართული ოცნება" ოჯახის ტრაგედიას წინასაარჩევნოდ? ჯერ იყო და 2012 წლის არჩევნების წინა დღეს (!) ეს იყო ჩვილი ბავშვი, რომლიც გარდაცვალებაც პირდაპირ დააბრალეს "ნაციონალურ მოძრაობას". ახლა, არჩევნებამდე ერთი კვირთ ადრე (!) იგივეს იმეორებენ ზუგდიდში 6 წლის წინ უგზოუკვლოდ დაკარგულ ადამიანზე. ჯერ სასამართლო არ გამართულა, პრემიერ-მინისტრი კი უკვე აცხადებს, რომ "ამ საქმეში ფიგურირებს" თენგიზ გუნავას სახელი. გავა თვეები, შსს და პროკურატურა იტყვიან (როგორც იმ უბედური ჩვილი ბავშვის შენთხვევაში თქვეს) დიდი დრო გავიდა და მტკიცებულებები აღარ არსებობსო. და ეს სიბინძურე, ეს უზნეობა შერჩებათ?



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge