რა დასანანია, რომ ჩვენი ტელევიზიები დასავლეთის, და უფრო ზუსტად, ამერიკის შესახებ სიუჟეტებში ძირითადად პუტინის ლეიტმოტივს აგრძელებენ (იმედია თავისდაუნებურად) როცა საჯდომმოშიშვლებული მოკუნტრუშე freak-ების აღლუმების დეტალურ გაშუქებას ეწევიან ამ ჩვენს თავგზააბნეულ და რადიკალურად ჰომოფობიურ ქვეყანაში - ვითომ მხოლოდ ეს იყოს რამენაირად მნიშვნელოვანი სიახლე ამერიკიდან, რომელსაც პუტინის პროპაგანდა სწორედ ასეთად გვიხატავს - გადაგვარებულ, დეკადენტურ და უღირებულებო ქვეყანად, მაშინ როცა ძალიან იშვიათია ნამდვილი დასავლეთის და ნამდვილი ამერიკის ჩვენება და გაშუქება, სადაც მაგალითად საოცარი ქველმოქმედება, ახალი (ან ძველი) გამოგონებები, მეცნიერებასა და მედიცინაში ჩადებული უდიდესი ინვესტიციები, მუზეუმები, ინჟინერიის სასწაულები, საუკეთესო უნივერსტეტები და ვინ მოთვლის რამდენი შესანიშნავი და საინტერესო რამ არსებობს. რატომ შუქდება მხოლოდ რაღაც მარგინალური და იქაც საკმაოდ კონტროვერსიული თემები ვითომ ძალიან მიღებული და მნიშვნელოვანი რამ?! რა ტიპის პროვინციული ექსტრავაგანტულობაა ეს?!
რატომ ვეხმარებით მტერს ჩვენი ძირითადი მოკავშირის დემონიზაციაში? ასე მართლა ევრაზიის კავშირში ამოვყოფთ თავს.