სად მიდის ემიგრაციის სახელით გამოყოფილი ექვსნიშნა ათასები?!

სად მიდის ემიგრაციის სახელით გამოყოფილი ექვსნიშნა ათასები?!

09.06.2014

ქართული დიასპორის დღეებზე პრემიერმინისტრმა  განაცხადა, რომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, დიასპორული ორგანიზაციების დასახმარებლად, 400 000 ლარი გამოიყო.

პრემიერი მიიჩნევს, რომ ქართული დიასპორის პოტენციალი ქვეყანამ სათანადოდ უნდა გამოიყენოს.

უცხოეთში მყოფი ემიგრანტები მთავრობას მათი სახელით თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ. ისინი აცხადებენ, რომ ემიგრაციის სახელით მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხები მათ არასოდეს მიუღიათ და ტრაბახს მოეშვან. მთავრობას მათთვის არც  საკვირაო სკოლა დაუფინანსებია და არც სხვა რომელიმე ქართული ღონისძიება. ყველაფერი, რაც საზღვარგარეთ ქართველების მიერ ტარდება, მხოლოდ ემიგრანტების ოფლით ნაშოვნი თანხებით ხორციელდება.  



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge