ხანდახან დაპირებების შეუსრულებლობა კარგია!

ხანდახან დაპირებების შეუსრულებლობა კარგია!

09.06.2014

რომან გოცირიძე:  საარჩევნო დაპირებები რომ შესრულებულიყო, ეკონომიკა დაინგრეოდა. ხალხმა უნდა ისწავლოს ზღაპრებისა და რეალობის გარჩევა. კარგია, რომ არ შესრულდა. უფრო სწორედ, ვერც ვერასდროს შესრულდებოდა. სხვათა შორის, არა მხოლოდ "ქართული ოცნების", არამედ "ნაციონალური მოძრაობის". თუნდაც ათასი ლარის დარიგების თემა გავიხსენოთ ყველა ოჯახზე. მთავრობას ვურჩევდი ყური დაუგდოს კეთილ რჩევას, თუნდაც კრიტიკას. ნუ ეთამაშებიან ბიუჯეტს. ყველაზე სახიფათო, სადაც შეიძლება ფეხი წაიმტვრიონ, ეს ბიუჯეტია. ვალებით ამოკერილი ბიუჯეტით ზედმეტად ხელგაშლილი ცხოვრება საბოლოო ჯამში დაარტყამს ლარს და ფასებს. ეს უნდა ახსოვდეთ ყოველთვის.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge