ეკობიბლია

ეკობიბლია

10.06.2014

რომან გოცირიძე: მოვთხოვოთ მთავრობას სიტყვის დაცვა!

მთავრობამ დაამტკიცა თავისი ეკონომიკური პროგრამა " სტრატეგია 2020". ეს კარგი ფაქტია. არ არის აქ საუბარი მის ავკარგიანობაზე. ამაზე მერე, როცა დაწვრილებით გავეცნობი. კარგი არის ის, რომ დღეიდან შესაძლებელი გახდება მთავრობისა და სხვა უწყებების მოქმედებების შედარება პროგრამასთან და ურთიერთგამომრიცხავი იმპროვიზაციების შემთხვევაში მკაცრად მითითება. მოკლედ, იგი თავისებური "ეკობიბლია" უნდა გახდეს ექსპერტებისა და საზოგადოების ხელში, რომლიდანაც გადაცდომა ან კარგად უნდა იყოს დასაბუთებული, ან კარგად დასჯილი,(ისევე, როგორც მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში). სხვანაირად, ფარატინა ქაღალდი გახდება, რომლის შექმნაზეც ფუჭად იქნება დაიხარჯული ფული და ენერგა!
მოვთხოვოთ მთავრობას სიტყვის დაცვა! ეს არის პროგრამებისადმი დამოკიდებულების ლოზუნგი.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge