ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მარნეულის გამგებლობის ყოფილი კანდიდატის ახმედ იმამყულიევის 5 ივნისს გაუქმებული საარჩევნო რეგისტრაცია თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს აღადგინა. საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების მოტივად დასხელებული იყო ის ფაქტი, რომ იმამკულიევი ბოლო ორი წლის განმავლობაში, საქართველოში არ ცხოვრობდა. ამას ენმ უარყოფდა და დღესაც უარყოფს.