თამარ ჩერგოლეიშვილი: ამ ხელისუფლების ლატენტური მომხრეები, უფრო სწორად ისინი, ვინც თვლიან, რომ 2012 წელს ხელისუფლების გამოცვლაში წვლილი შეიტანეს და პირველ რიგში საკუთარ თავთან უჭირთ იმის აღიარება, რომ შედეგად ფეკალიებში ჩავჯექით, ხშირად, წინასაარჩევნო გარემოს შედარებისას თავს ერთობ აბსტრაქტული არგუმენტით იმართლებენ - 2012 წლისგან განსხვავებით, ახლა აღარ არის "ტოტალური შიში".
ვინემ ამიხსნას რა არის ეს "ტოტალური შიში":
1. საჯარო მოხელეებს დაარბენინებენ მმართველი პარტიის შეხვედრებზე? დაარბენინებენ.
2. პოლიტიკური ნიშნით ადამიანებს სამსახურიდან ითხოვენ? ითხოვენ.
3. ისევ გვისმენენ? გვისმენენ
4. პოლიტიკურ ოპონენტებზე ძალადობის შემთხვევები მკვეთრად გახშირდა? გახშირდა.
5. სამართალდამცავები ადეკვატურად რეაგირებენ? არ რეაგირებენ.
6. დაცულობის შეგრძნება გაიზარდა? პირიქით, შემცირდა.
7. პოლიტიკურ ოპონენტებს იჭერენ? იჭერენ, არ იჭერდნენ, ახლა იჭერენ.
8. კანდიდატებზე ზეწოლა ხორციელდება? გაცილებით უფრო ინტენსიურად ხორციელდება. 30-მა კანდიდატმა პოლიციის ზეწოლის შედეგად მოხსნა კანდიდატურაო - ასეთი განცხადებები სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან არ მახსოვს. თუ ვცდები, გამისწორეთ.
9. ცესკო ოპოზიციის კანდიდატებს არჩევნებიდან ხსნის? ხსნის. ადრე მოუხსნია? არა.
და ასე შემდეგ... ჰოდა ამიხსენით რა არის "ტოტალური შიში", თუ იმას გულისხმობთ, რომ ადრე ეფექტიანი მთავრობა გვყავდა, მათ შორის დარღვევების ჩადენაში, ახლა დეზორიენტირებული და უუნარო არსებების ჯგუფი გვმართავს ქაოტურად, ექსცენტრული მილიარდერის მითითებების მეშვეობით მითხარით და ლექსიკონს გადავახალისებ.
ვიტყვი, რომ "ტოტალურ შიში" ყოფილა ის, რასაც თესავს ეფექტიანი მთავრობა.