რომან გოცირიძე: სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტს ეკონომიკის სამინისტროს შემდეგ ( არა გვჯერა სამუშაო ადგილები ბიზნესსექტორში 23 ათასით თუ შემცირდაო), ახლა ენერგეტიკის სამინისტროც შემოწყრა. ის, რომ ამ სფეროში ინვესტიციების შემოსვლა პირველ კვარტალში მიზერული იყო, არასწორიაო. სტატისტიკის დეპარტამენტმა მხოლოდ წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნაო.
მსგავსი მიზეზების გამო ვამბობდი, რომ არ შეიძლებოდა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ეროვნული ბანკიდან მთავრობისათვის გადაცემა.
თავის დროზე, ჩემი ინიციატივით, მთავრობიდან პარლამენტის დაქვემდებარებაში იქნა გადაცემული სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი კონტროლის პალატასთან ერთად. ცდუნების დასაძლევად, მიიღო შელამაზებული ინფორმაცია. როგორც ვატყობ, ეს თემა ახლაც აქტუალური გახდება.