NTV- ს კადრები ფსბ-ს და გრუ-ს ფალსიფიცირებული კადრებია

NTV- ს კადრები ფსბ-ს და გრუ-ს ფალსიფიცირებული კადრებია

14.06.2014

თეიმურაზ გვანცელაძე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი: ფეისბუკით ვრცელდება რუსული НТВ-ს კადრები, რომელსაც ახლავს დიქტორის ფალსიფიცირებული ტექსტი, რომ ჯოხარ დუდაევმა გააცილა აფხაზეთში საქართველოს წინააღმდეგ საომრად მიმავალი შამილ ბასაევის რაზმი.

კარგად მახსოვს: როცა აფხაზეთში ომი დაიწყო, ჯოხარმა ოფიციალურად განაცხადა, ის ჩეჩნები, ვინც საქართველოს წინააღმდეგ იბრძვიან, ჩეჩნეთის მოღალატედ უნდა ჩაითვალონო. ეს ერთი;

მეორე, აფხაზეთში მაქსიმუმ 300 ჩეჩენი თუ იბრძოდა, უფრო მეტნი იყვნენ ადიღელები და ყაბარდოელები, ხოლო რუსები რაოდენობითაც აღემატებოდნენ სხვებს (იბრძოდნენ როგორც რუსული რეგულარული არმიის ნაწილები, ისე ე.წ. მოხალისეები) და ყველაფერსაც წარმართავდნენ;

მესამე, აფხაზეთში ომის გაჩაღების მთავარი დამნაშავეები იყვნენ: ელცინი, არძინბა, შევარდნაძე და მათი ხელის ბიჭები.

მაინტერესებს, რუსული НТВ-ს სიუჟეტის გამავრცელებლები რატომ არ სვამენ კითხვას იმის შესახებ, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 %-ის ოკუპირების შემდგომ არ გასამართლებულა არცერთი სამხედრო პირი და პოლიტიკოსი, ვინც ვერ უზრუნველყო ქვეყნის დაცვა და მტერს ლანგრით მიართვა აფხაზეთი? მეტიც, ბევრი მათგანი დღესაც პოლიტიკოსობს!

როდემდე უნდა ვიტყუოთ თავი და ვატყუოთ ახალი თაობა?



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge