ფუტკარი მკვდარიც სასარგებლოა

ფუტკარი მკვდარიც სასარგებლოა

15.06.2014

პალეონტოლოგთა აზრით, ფუტკრები დედამიწაზე 30 მლნ წლის წინ გაჩნდნენ. ყველა ეგვიპტელი ფარაონი “ფუტკართა მბრძანებლის” ტიტულს ატარებდა,  ფუტკარი კი,  სამეფო ემბლემაზე იყო გამოსახული. ძველი ბერძნები დარწმუნებული იყვნენ, რომ ზევსი ჩვილობაში ფუტკრის ნექტრით გამოკვებეს. ის, რომ ადამიანებმა  თაფლი  ქვის ხანაში გასინჯეს, ესპანეთის ერთ-ერთი გამოქვაბულის კედელზე აღმოჩენილია ნახატით მტკიცდება, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 7 ათასი წლის წინაა შექმნილი და მასზე გამოსახულია ადამიანი, რომელიც ფუტკრის ბუდიდან თაფლს იღებს.ბრძოლისას მოკლული ალექსანდრე მაკედონელის ცხედარი თაფლში მოათავსეს და რამდენიმეკვირიანი მგზავრობის შემდეგ, მისი გაუხრწნელი სხეული სამშობლოში ჩაიტანეს. ეგვიპტური რწმენის მიხედვით, სული, სხეულს რომ დატოვებს, ხშირად ფუტკრის ფორმაში გარდაისახება. როდესაც 1804 წელს ნაპოლეონი  საფრანგეთის იმპერატორად აკურთხეს, ჰერალდიკური ორნამენტი ყვავილი ლილია, ფუტკარმა შეცვალა. ჰერალდიკაში თაფლი და ჭიანჭველა მოთმინებასა და შრომისმოყვარეობას აღნიშნავს. ფუტკრებს ხშირად, ბანკების სიმბოლოებად გამოსახავენ, რადგან ის მიჩნეულია, როგორც ყველაზე კარგი შემგროვებელი და შემნახველი სასარგებლო პროდუქტებისა. მანჩსტერის გერბზე შვიდი ფუტკარია დედამიწის ფონზე  გამოსახული რაც ნიშნავს, რომ ამ ქალაქის შრომის ნაყოფს შეიძლება  მთელს მსოფლიოში შევხვდეთ.  100 გრამი თაფლის შესაგროვებლად ფუტკარს 46 კმ-ის გაფრენაც უწევს. ალბინოსი ფუტკარი სიცოცხლისთვის საშიშროებას წარმოადგენს.  ამ ფუტკრის  ნაკბენისგან ყოველწლიურად უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე – გველის. ფუტკრები „გეომეტრიის“ საუკეთესო ცოდნით გამოირჩევიან, რადგან  მათ მიერ აშენებული ფიჭის კუთხეები ყოველთვის ტოლია.  თაფლი, ფუტკრის შხამი, დინდგელი, ჭეო, ყვავილის მტვერი, ფუტკრის რძე, მკვდარი ფუტკრები (პოდმორ) სამკურნალოდ გამოიყენება. აპითერაპია  უძველესი დროიდან არსებობს და დღემდე პოპულარულია.

ახლომხედველობისას, მასტიტების დროს, ვენების ვარიკოზული გაგანიერებისას, თრომბოფლებიტის, სახსრების ტკივილის, პროსტატის ადენომის, სექსუალური დარღვევების დროს მკვდარ ფუტკარს (პოდმორს)  იყენებენ. 

პოდმორისგან წამლის მომზადების 4 მეთოდი
1. 15 წუთის განმავლობაში ცხელ წყალში დამბალ, მარლაში გახვეულ ფუტკრებს ადებენ ანთების კერას. 
ლინიმენტის დასამზადებლად პოდმორს ფქვავენ და ურევენ ზეითუნის ზეთთან. კუნთის ან სახსრის ტკივილისას ახდენენ ამ მასის შეზელვას.
2. 1 ჭიქა მკვდარ ფუტკრებს დავასხათ 1 ლიტრი არაყი და ბნელ ადგილას გავაჩეროთ 10-12 დღე. გავფილტროთ. მტკივნეულ ადგილს წავუსვათ ნებისმიერი ცხოველური ქონი და დავაფინოთ ნაყენში დასველებული თეთრი დოლბანდი, შემოვახვიოთ კომპრესის ქაღალდი და შალის ქსოვილი. გამოიყენება რევმატიზმით, რადიკულიტით და ა.შ. გამოწვეული ტკივილების დროს. 
3. სპირტიანი ექსტრაქტის დასამზადებლად 1 სუფრის კოვზ დაფქულ პოდმორს ასხავენ 1 ჭიქა არაყს და აჩერებენ 2 კვირა. არტერიული წნევის სტაბილიზაციის მიზნით იყენებენ 15-20 წვეთს ჭამის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში.
4. ნახარში კარგად მოქმედებს თირკმლის დაავადებების დროს. 1 სუფრის კოვზ პოდმორს (მკვდარ ფუტკარს) ასხავენ ნახევარ ლიტრ მდუღარე წყალს და ნელ ცეცხლზე ხარშავენ 2 საათი. შემდეგ ნახარში უნდა გადაიწუროს და ერთი თვის განმავლობაში იღებენ 1 სუფრის კოვზს ორჯერ დღეში.

ფუტკარი ყველაზე დიდი საოცრებაა დედამიწაზე, რდგან სიკვდილის მერეც კი სასარგებლოა - მისი სხეულიდან მზადდება წამალი.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge