ბორის აფაქია, იგივე „აფაქელა“, ვლადიმირ ჯიბლაძე, იგივე „მამულო“, ვალერი ხაშბა და ქართულ-აფხაზური კრიმინალური სამყაროს სხვა ავტორიტეტები შეიკრიბნენ, სადაც „ქურდული თავყრილობა“, ე.წ. „სხოდკა“ გაიმართა.
„კანონიერ ქურდებს“ დიდხანს ბჭობა არ დასცალდათ - მილიციამ თავყრილობა ჩაშალა. ამასთან, სამართალდამცველებმა შვიდი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს: აფაქელა, ხაშბა, პიზა, ნანიკი, თემო, ასტიკი და ხასიკი.
დაკავებულთაგან აფაქელა და ხაშბა მალევე გაათავისუფლეს, ახალგაზრდები კი სოხუმში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონი, „კანონიერი ქურდების“ რაოდენობის გადაანგარიშებით ერთ სულ მოსახლეზე, პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველ ადგილზეა.
აფხაზეთის ხმა