საქართველოს მოსახლეობის 70 პროცენტი არჩევნებზე არ გამოცხადდა. აი, ავღანეთში კი - უფრო დიდი საშინელება დატრიალდა. 14 ივნისს „თალიბებმა“ მთელი ქვეყნის მაშტაბით ამომრჩევლებზე 150 თავდასხმა განახორციელეს. საქმე იმაში გახლავთ, რომ ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა და ჯერ ხმის მისაცემად მისული 46 ადამიანი მოკლეს, შემდეგ კი -11-ს თითი მოაჭრეს. ეს ველურობა მხოლოდ იმიტომ ჩაიდინეს, რომ ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ აბდულას გაემარჯვა. ამ კაცმა აპრილის ტურში ხმათა 44,9% მიიღო, მისმა მეტოქემ კი - 31, 5%
P.S.საქართველოს ადგილბრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 15 ივნისის 20 საათამდე, ამომრჩეველს 12 მერი, 59 გამგებელი და 71 საკრებულოს 2088 წევრი უნდა აერჩია...