მწერები ცხოველთა სამყაროს ყველაზე მრავალრიცხოვანი წარმომადგენლები არიან. ცნობილია მწერების მილიონამდე სახეობამწერები (ლათ. Insecta) — უხერხემლო ცხოველების კლასი ფეხსახსრიანთა ტიპისა. მწერების სხეული დაფარულია ქიტოვანი კუტიკულით, რომელიც ქმნის გარეთა ჩონჩხს და დაყოფილია 3 ნაწილად: თავი, მკერდი და მუცელი. თავზე 4 წყვილ კიდურია, რომელთაგან ერთი წყვილი ულვაში ანუ ანტენაა. არსებობს ჯაგრისებრი, ძაფისებრი გურზისებრი, ხერხისებრი, სავარცხლისებრი, ფირფიტისებრი და სხვა ულვაშები.მწერები მონაწილეობენ ნივთიერებათა წრებრუნვაში. იკვებებიან მრავალგვარი საკვებით — ცოცხალი და მკვდარი მცენარეებით, ცხოველების ლეშით, რომლითაც ბუნების სანიტრების როლს ასრულებენ, მონაწილეობენ ყვავილოვანი მცენარეების დამტვერვაში, აუმჯობესებენ ნიადაგის მექანიკურ და ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებს, იძლევიან საკვებს (ფუტკარი) და ტექნიკურ პროდუქციას (აბრეშუმის ჭია, კოშენილი, რომლისაგანაც წითელი საღებავი — კარმინი მზადდება და სხვა). მწერების უმრავლესობა მცენარეებისა და ცხოველების საშიში მავნებელი არიან. მათ გადააქვთ აგრეთვე სხვადასხვა ავადმყოფობის გამომწვევები.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოკა-კოლას საიდუმლო ინგრედიენტი კოკა-ს ფოთლების მაგივრად კოშენილის ჭიების სხეულიდან მიღებული პიგმენტი ყოფილა.
ეს დასკვნა თურმე თურქმა მეცნიერებმა გააკეთეს. ამ საღებავზე პირველად ბიბლიაშია ნახსენები. იქ საუბარია პიგმენტზე, რომელიც შინდისფერი ჭიის სხეულიდან მიიღება.