30 წუთიანი ჩხრეკა ბაქოში

30 წუთიანი ჩხრეკა ბაქოში

20.06.2014

„მე და გოგა ხაჩიძემ სატელეფონო საუბრისას ისეთი განცდა შევქმენით, რომ თითქოს რაღაც მოგვქონდა, გვეგონა, აქ პოლიცია დაგვხვდა და გავერთობოდით, მაგრამ გაცილებით უარესი აღმოჩნდა, ბაქოს აეროპორტში საქართველოს მთელი საელჩო დაგვხვდა. მე და ირმა ნადირაშვილმა ელჩთან შეხვედრა ვცადეთ, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. ნაცვლად იმისა, რომ საელჩოს წარმომადგენლები ჩვენ შეგვხვედროდნენ, მითხრეს, რომ ისინი მებაჟეებს ეკითხებოდნენ ვიყავით თუ არა დაპატიმრებულები, ამათ რამდენი ელექტროშოკი აღმოაჩნდათო. გარდა ამისა, დიდი ალბათობით საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლები დადიოდნენ და ფოტოებს გვიღებდნენ. ამის შემდეგ ირმა და მე 30 წუთის განმავლობაში გვჩხრეკდნენ. ამის გამო თვითმფრინავმა 40 წუთით დააგვიანა“, - თქვა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ ტაბულას ეთერში, თოქ-შოუ თეორემაში პირდაპირი ჩართვისას.

P.S. „ცოტა არ იყოს და გაოგნებული გახლავართ იმ ცირკი შაპიტოს წარმოდგენით, რომელსაც ხელისუფლება გვთავაზობს.

1. საკუთარი ქვეყნის საელჩოს თავს ლაფი დაასხით და სამარცხვინო სკანდალში გახვიეთ.
2. საკუთარი ქვეყნის პარლამენტის წევრები უცხო ქვეყნის საბაჟოს დააკავებინეთ თქვენივე ცრუ დაბეზღებით. ეს მაშინ, როცა მართლაც რომ დამნაშავეები ყოფილიყვნენ შუაზე უნდა გახეულიყავით და მათთვის სკანდალი თავიდან აგერიდებინათ.
3. დღეს ქვეყნის ვიცეპრემიერი აცხადებს, რომ ჩვენი პარლამენტარები კონტრაბანდისტები კი არიან, მაგრამ უცხო ქვეყნის საბაჟომ მაინც არ დაიჭირაო. ანუ გარიგებაში შევიდნენ მათთან და გაუშვეს ?
თქვენ ხომ არ გადაირიეთ? კაი, შენი დეპუტატები არ გენაღვლება, მაგრამ სხვა ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურებს ქვეყნის პირველი პირების დონეზე რომ ლანძღავ, ეს ნორმალურია? თქვენა ხალხო, ხომ არ გაჟუილებთ??? სად გგონიათ თავი? უკვე ორი წელია ხელისუფლება ხართ და თქვენ ქვეყნის მართვა სახლობანას თამაში გგონიათ ?!”
წერს საკუთარ Facebook-ის გვერდზე “ვის უნდა 20 000″-ის ყოფილი წამყვანი მამუკა გამყრელიძე



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge