საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებებს "საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ" და "საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ".
კულტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილი მინიტრის ნიკა რურუას განაცხადებით სომხეთთან საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმების გაფორმება, NATO-ს კარს გვიხურავს: "ვრცელდება, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ხელი მოაწერა სომხეთთან საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმებას. თუ ეს სიმართლეს შეესაბამება, ეს ნიშნავს რომ NATO საიდუმლო ინფორმაციას საქართველოს აღარ მისცემს, რადგან სომხეთი არის რუსეთთან ე.წ. "კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციაში", ანუ რუსეთთან სამხედრო ალიანსში. ეს რეალურად დაგვიხურავს NATO-ს კარს, რაც სრულიად დაუშვებელია."