ესპანეთის ტახტის მემკვიდრის, ასტურიის პრინცის, ფილიპეს მეუღლე ლეტიცია ორტის როკასოლანო გათხოვებამდე წარმატებული ჟურნალისტი იყო. დაიბადა 1972 წლის 15 სექტემბერს ესპანეთის ქალაქ ოვედოში. სწავლობდა მადრიდის უძველეს უნივერსიტეტში (Universidad Complutense de Madrid), სადაც მიიღო ჟურნალისტიკის ბაკალავრისა და ოსტატის დიპლომები. სწავლის პარალელურად, 1992-1993 წლებში მუშაობდა გაზეთ La Nueva España-ში, შემდეგ გაზეთშ ABC -სა და საინფორმაციო სააგენტო EFE-ში. უნივერსიტეტის დამთავრების მერე ცოტა ხანს მუშაობდა მექსიკის გაზეთში Siglo XXI.-ში ესპანეთში დაბრუნების შემდგომ მუშაობა განაგრძო ეკონომიკური სატელევიზიო არხის ბლუმბერგის ესპანურ ფილიალში. შემდეგ გადავიდა ტელეკომპანია CNN -ში. 2000 წელს ლეტიციამ მიიღო მადრიდის პრესის ასოციაციის ჯილდო Larra Award, რომელიც 30 წლამდე ახალგაზრდა ჟურნალისტებს გადაეცემათ პროფესიონალიზმისათვის. 2003 წელს მომავალი პრინცესა გახდა ყოველდღიური საღამოს საინფორმაციო გადაცემის, Telediario-ს წამყვანი ტელეკომპანიაTVE-ში, სადაც 2000 წლიდან მუშაობდა. პრინცზე გათხოვებამდე ლეტიცია სამოქალაქო ქორწინებაში ინყოფებოდა ლიტერატურის მასწავლებელთან, ალონსო გუერერო-ი-პერესთან. მოხდა ისე, რომ მან ნამდვილ პრინც ფილიპეზე უარი ვერ თქვა...
2003 წლის 1 ნოემბერს, ესპანეთის სამეფო ოჯახმა მათი ნიშნობა გამოაცხადა.
2003 წლის 6 ნოემბერს დაინიშნენ. პრინცმა თეთრი ოქროს ბეჭედი, ლეტიციამ კი საფირონებით გაწყობილი თეთრი ოქროს ღილსამაგრები და მარიანო ხოსე დე ლარას წიგნი აჩუქა.დანიშნულები ამ მოვლენის გასაშუქებლად მადრიდში ჩასულ 250 ჟურნალისტს შეხვდნენ.
ფილიპესა და ლეტიციას ქორწინებას მადრიდის საკათედრო ტაძარში მილიარდ- ნახევარი ადამიანი ადევნებდა თვალს.
მათ ორი ქალიშვილი, ინფანტა ლეონორი და ინფანტა სოფია შეეძინათ...
ლეტიცია რომაული სახელია და ბედნიერებას ნიშნავს...