1000 ბურთულა

1000 ბურთულა

22.06.2014

1000 ბურთულა

რადიოში მოსმენილი ამბავი:
 - დარწმუნებული ვარ ძალიან დაკავებული ხართ სამუშაოზე. გუშინ, დღეს, ხვალ. მერე რა რომ ცოტას გიხდიან. ამ ფულით ისინი თქვენს ცხოვრებას ყიდულობენ. დაფიქრდით, თქენ არ ატარებთ ამ დროს ახლობლებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად. ვერაფრით ვერ დავიჯერებ, რომ მთელ ამ დროს იმიტომ მუშაობთ, რომ რამენაირად იარსებოთ. 

თქვენ მუშაობთ, რომ თქვენი სურვილები დაიკმაყოფილოთ. მაგრამ იცოდეთ, რომ ეს ჩაკეტილი წრეა - რაც მეტი ფული გაქვთ, მით მეტი გინდათ, და მით უფრო მეტს მუშაობთ, რომ უფრო მეტი მიიღოთ. უნდა შეძლოთ და ერთხელაც თავს კითხოთ: "ნუთუ მართლა მჭირდება ესა თუ ის საგანი, მაგალითად ახალი ავტომობილი?" და მზად ხართ თუ არა ამის გამო თქვენი ქალიშვილის პირველი საცეკვაო გამოსვლა ანთქვენი ვაჟის სპორტული შეჯიბრება გამოტოვოთ?

ნება მომეცით მოგიყვეთ რაღაც, რამაც დამეხმარა შემენარჩუნებინა და მხსომებოდა, რა არის მთავარი ჩემს ცხოვრებაში. და დაიწყო თავისი "ათასი ბურთულის" თეორიის ახსნა.

- შეხედეთ, ერთ მშვერიერ დღეს დავჯექი და დავთვალე. საშუალოდ ადამიანი 75 წელიწადს ცხოვრობს. ვიცი, რომ ზოგი ნაკლებს ცხოვრობს, ზოგი მეტს. მაგრამ დაახლოებით 75 წელს. შემდეგ 75 გავამრავლე 52-ზე (შაბათი-კვირის რაოდენობა წელიწადში) და გამოვიდა 3900 - ამდენი შაბათი-კვირა გაქვთ ცხოვრებაში. როდესაც ამაზე დავფიქრდი, უკვე 50 წლის ვიყავი.

ეს იმას ნიშნავდა, რომ მე ჩემი 2900 შაბათი-კვირა ნაცხოვრები მქონდა უკვე. და მხოლოდ 1000 მქონდა დარჩენილი. ამიტომაც სათამაშოების მაღაზიაში წავედი და 1000 პატარა პოლიეთილენის ბურთულა ვიყიდე. გამჭვირვალე ბანკაში მოვათავსე და ამის შემდეგ ყოველ შაბათ-კვირას ერთ ბურთულას ვიღებდი და ვაგდებდი. და შევამჩნიე, რომ როცა ამას ვაკეთებდი და ვხედავდი, თუ როგორ მცირდებოდა ბურთულების რაოდენობა, უფრო მეტი ყურადღების მიქცევა დავიწყე ცხოვრების ნამდვილ ფასეულობებზე. 

ყველაფერს უკეთ აანალიზებ, როცა ხედავ, როგორ იზრდება შენი გაშვებული დღეების რიცხვი! ახლა კი, მანამ სანამ ჩემს ცოლს ჩავეხუტები და მასთან ერთად სასეირნოდ გავალ, მინდა გითხრათ.. ამ დილით მე უკანასკნელი ბურთულა ამოვიღე ბანკიდან...

ამიტომ ყოველი დღე ჩემთვის საჩუქარია. მე სიამოვნებით ვღებულობ მას და ვჩუქნი ახლობლებს და საყვარელ ადამიანებს სითბოს და სიხარულს. მე არაფერს არ ვნანობ. სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი, მაგრამ მელოდებიან. 

ჩავფიქრდი. მართლაც.. დაგეგმილი მქონდა ცოტა ხნით სამუშაოზე გამევლო - რაღაც პროექტი მქონდა დასასრულებელი. შემდეგ კი თანამშრომლებთან ერთად კლუბში ვაპირებდი წასვლას.

ამის მაგიერ მეორე სართულზე ავირბინე და ცოლი ნაზი კოცნით გავაღვიძე.
- გაიღვიძე, საყვარელო. მოდი ბავშვები ბუნებაზე გავასეირნოთ, პიკნიკი მოვაწყოთ.
- ძვირფასო, რა მოხდა?
- არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ დავფიქრდი, რადენი ხანი ერთად აღარ გაგვიტარებია შაბათი-კვირა. და თან სათამაშოების მაღაზიაშიც შევიაროთ. პოლიეთილენის ბურთულები უნდა ვიყიდო..

by "ფსიქოლოგი"



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge