ბობოქარ რომანსა და ფულის შოვნის შესაძლებლობას შორის აირჩიეთ მეორე

ბობოქარ რომანსა და ფულის შოვნის შესაძლებლობას შორის აირჩიეთ მეორე

22.06.2014

რჩევები იმ ქალებს, რომლებმაც 35-ს გადააბიჯეს:
1. მეგობრებთან მხიარული შეკრების შემდეგ, ყოველთვის დაბრუნდით შინ და საკუთარ საძინებელში დაიძინეთ. 

2. თუ მხოლოდ ორცხობილა და ვაშლი გაქვთ. ხელუხლებლად დატოვეთ ორივე და მიირთვით წყალი. 

3. თუ თავი გაქვს მოსაწესრიგებელი და გეძინებათ, დაიძინეთ. მოწესრიგდით დილით. ამით თქვენს სახეს უძილობისგან გამოწვეულ გათანგულობას ააცილებთ. 

4. ბევრი იმოგზაურეთ. ახალი შთაბეჭდილებები დაბერების უფლებას არ მოგცემთ.

5. სიტუაციის შეფასებამდე, საკუთარ თავს დაუსვით შეკითხვა: არის თუ არა ეს თქვენი საქმე? მხოლოდ ამის შემდეგ ჩაერიეთ.

6. გამოხტომებიან და "ხასიათების" მქონე ადამიანებთან დრო არ დახარჯოთ. ამის უფლება თავს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეცით, თუ ექიმი ბრძანდებით, ისინი კი – თქვენი პაციენტები არიან და სოლიდურ თანხებს გიხდიან.

7. ბობოქარ რომანსა და ფულის შოვნის შესაძლებლობას შორის აირჩიეთ მეორე, ანუ - დოლარი, ევრო და ა.შ.  

8. კამათში ნუ შეხვალთ, მოკამათეს მაინც ვერ დააარწმუნებთ ჭეშმარიტებაში, თავის ტკივილს კი - ნამდვილად აიცილებთ.

9. ყოველთვიურად რამდენიმე დღე გაატარეთ მარტო. ენერგიით აღივსებით.

10. ყოველთვის მხოლოდ კომფორტული ფეხსაცმლით იარეთ, ამით დაზოგავთ დროს და გაიხანგრძლივებთ ჯანმრთელობას.

11. .ხშირად ირბინეთ!



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge