საომარი რკინიგზა

საომარი რკინიგზა

22.06.2014

კვლავ დაიწყეს რუსებმა აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენაზე საუბარი.
-საქართველოსთვის მისი პირდაპირი ეკონომიკური მნიშვნელობა თითქმის ნულის ტოლია. ირიბად-მინუსებში გადავალთ.
-სომხეთისთვის არც თუ ისე დიდი. აღდგენის ხარჯების ნაწილის გაღება თუ მოუწიათ, მაშინ აქაც ნული.
-რუსეთისათვის ეკონომიკურად წამგებიანი ( თუ თვითონ აღადგენს. აბა სხვამ ვინ უნდა გააკეთოს ეს).
-ამის აღდგენას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ რუსეთი სადღაც რეგიონში ომს აპირებს ან ვინმეს დახმარებას ომში.
ახლა მთავარზე: იხ. ფოტოსურათები. ესაა აფხაზეთის "რკინიგზა". იქ სადაც რელსები ჯერ კიდევ არის შემორჩენილი. გალი-ოჩამჩირის მონაკვეთი აქ არ ჩანს, იმიტომ, რომ იქ რკინიგზის ყოფილ ტრასაზე ჩვეულებრი ტყეა.
მის აღდგენაზე დახარჯული თანხების უკან ამოღებას სხვადასხვა ექსპერტული გათვლებით დასჭირდება ოპტიმისტური სცენარით 100წელი, პესიმისტურით-200.
რუსებს ამაზე, დარწმუნებული ვარ, სერიოზულად არც უფიქრიათ. მიხვდებიან, რომ უაზრობაა.( არც ომი მგონია რეალური. უკრაინის შემდეგ მათი საქმე ცუდად წავა და ამის თავი ნამდვილად არ ექნებათ).
-პროგნოზი: რკინიგზაზე საუბარი მკვდრადშობილი იდეაა და უახლოეს ათეულ წლებში არარელიზებადი.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge