ამბობენ, რომ ქალს სრული ბედნიერებისთვის 6 მამაკაცი სჭირდება...
1. მეუღლე - ერთგული, რაღაცით მაინც გამორჩეული და აუცილებლად მოსიყვარულე.
მამა, ანუ ცხოვრების პირველი მამაკაცი. სასურველია ის იდეალური იყოს, სხვა შემთხვევაში (თუ მამა მოჩხუბარია, მოძალადეა, ლოთია, ნარკომანია...) ქალს თვითშეფასების დაბალი კოეფიციენტი ექნება.
ძმის არსებობა ქალს დიპლომატიური უნარებით აჯილდოებს. ძმიანი ქალები დამოუკიდებლები არიან და მამაკაცების ამოცნობაც აღარ უჭირთ. მათ მეგობრობაც და ფლირტიც ადვილად გამოსდით.
ვაჟიშვილი ქალს დიდ მოთმინებას ასწავლის.
თაყვანისმცემელი, რომელიც ქალს კომპლიმენტებს ეუბნება, დადებითი ემოციით და ენერგიით ავსებს, ეს ქალს საქმეში წარმატებულს ხდის.
დაქალის ქმართან ქალმა ისე უნდა იმეგობროს როგორც დაქალთან. დაქალის ქმარს ბევრი ცხოვრებისეული პრობლემის მოგვარება შეუძლია, განსაკუთრებით კარგი მრჩეველია მაშინ, როცა ქალს ქმართან ურთიერთობა აქვს დაძაბული.
ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი